დღეს, 21:00 საათზე გიორგი რურუას მეგობრები "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ 

გამოქვეყნდა:

დღეს, 30 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე სამოქალაქო აქტივისტები და გიორგი რურუას მეგობრები "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. 

მთელი განვითარებული სამყრო, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ამას ღიად საკუთარ განცხადებებში აფიქსირებენ. გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” 8 მარტის შეთანხმება არ შეასრულეს, რაც ნიშნავს იმას რომ წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ჩაივლის, - წერენ აქციის ორგანიზატორები, "გხედავ" და "შეცვალე".

გიორგი რურუას დღეს, 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გიორგი რურუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას". 

დაცვის მხარე აღნიშნულ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი