ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 2 235 ადამიანი დაიბრუნა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ 2 000-ზე მეტი უკრაინელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.

"24 თებერვლიდან უკრაინამ რუსეთი ტყვეობიდან 2 235 უკრაინელი კაცი და ქალი დააბრუნა. ჩვენ გვახსოვს ყველა, თითოეულ მათგანს დავაბრუნებთ", - დაწერა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ტყვეების სააღდგომო გაცვლის შედეგად, უკრაინამ 130 სამხედრო მოსამსახურე გამოიხსნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი