ბაჩალიაშვილის საქმეში მთელი სისტემა შეიძლება იყოს ჩართული - ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

იყო თუ არა რომელიმე მაღალჩინოსნის  ინტერესში თამარ ბაჩალიაშვილის თავიდან მოშორება? შეიძლება თუ არა რაიმე ბმა არსებობდეს ბოლო დროის ქვეყნის ყველაზე გახმაურებულ - ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებს შორის - გამოცემა "პრესა.ჯი"-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით კითხვები იქამდე იარსებებს, ვიდრე საზოგადოებას საქმეებზე დეტალური ინფორმაცია არ ექნება.

ის ინფორმაცია და მონაცემები, რომელიც ბაჩალიაშვილმა თავისი პროფესიიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოიპოვა, არ არის გამორიცხული, დაკავშირებული იყოს ხელისუფლების პირველ პირებთან. ამიტომ არის აუცილებელი, საქმეში ჩაერთოს FBiI და ყველა კითხვას, რაც გაჩნდა, გასცეს პასუხი. რათა სისტემამ არ დაიწყოს, ბაჩალიაშვილის საქმის გაყალბება, - ამბობს კაპანაძე.   

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ საფრთხე მასაც ემუქრებოდეს. მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ გამოძიების პროცესში FBI უნდა ჩაერთოს.

აქ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები კი არა, მთელი სისტემა შეიძლება იყოს ჩართული. მეც კი, გარკვეულწილად, საფრთხეს ვგრძნობ საკუთარი თავის მისამართით. არ გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობაზეც კი არის გარკვეულწილად, რაღაც ფორმით გაფრთხილებები, - თქვა იურისტმა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პრემიერმინისტრთან შეხვედრა მოითხოვა. ბაჩალიაშვილების ოჯახი შსს-ში მივიდა და იმ სამი მაღალჩინოსნის დადგენა ითხოვა, ვის საიდუმლო ფაილებშიც, გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამისტმა შეაღწია. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი