რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ! - დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 16 მაისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირ ფრენებს აპროტესტებენ.  ისინი საკანონმდებლო შენობის უკანა მხარეს 19:00 საათზე შეიკრიბებიან. იგივე მოთხოვნით აქცია პარლამენტთან გუშინაც გაიმართა.

"მაშინ როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.

ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ვიკრიბებით 16 მაისს, 19 საათზე პარლამენტის უკან, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში რუსული ხომალდის დაჯდომას.

16 მაისს, 19:00-ზე, პარლამენტის უკან!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა. 

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. კომპანიის პირველი რეისი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით 17 მაისს შესრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი