მარიუპოლის თეატრის დრამა გრძელდება - გრძელდება დაუჯერებელი ისტორიით მართალია თეატრის სახლი, შენობა რუსულმა ბომბებმა გაანდგურეს, მაგრამ დასმა მის ერთგულ მაყურებელს ახალი დადგმა შესთავაზა. "აღშფოთებული ტატიანა" - ომის შემდგომ რეალობაზე მოგვითხრობს, სადაც შავი იუმორით მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ ცვლის ადამიანებს ეს უმძიმესი გამოცდილება.

"აღშფოთებული ტატიანა" ლაშა ბურაძის პიესების მიხედვითაა დადგმული, რომელიც ავტორმა წლების განმავლობაში საქართველოს გადასახედიდან შექმნა. თუმცა უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში - ერთი და იგივეა ომის სცენარიც და ოკუპანტიც, ვინც მშვიდობიან ადამიანებს სისხლისღვრა მოიახვია თავს.

მარიუპოლის დასი ამ წარმოდგენას უკრაინაში მებრძოლ ათასობით ქართველს უძღვნის, რომლებიც უკრაინასთან ერთად დღესა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასაც იცავენ. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი