კიევმა ისარგებლა PMC "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პროვოკაციით ისარგებლა და შეტევისთვის ყურადღებას ბახმუტის ტაქტიკურ მიმართულებაზე ამახვილებს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდუსტული გამოცემა ТАСС რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რა დარტყმა მიაყენეს უკრაინელებმა სამხრეთის ძალების ჯგუფის სამხედრო მოსამსახურეებს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში დაძაბულობაა. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.
"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად... ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას... შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა მან.
პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამებოდა".
სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მ და თქვა, რომ მიზეზი "შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა". მოგვიანებით, პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პროკურატურამაც აღძრა.
ამ დროისთვის, მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება. მანამდე ქალაქში "ციხის გეგმა" გამოცხადდა.