"პრეზიდენტს პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართე" | გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

"მე მივმართე პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს სანქციების დაწესების მოთხოვნით ქართველი პრორუსი ოლიგარქის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, ასევე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ", - წერს სოცილურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო. გარდა ამისა, გონჩარენკო წერს, რომ "ოცნების" ხელისუფლება მუდმივად იმეორებს რუსულ ნარატივებს.

" [ქართული ოცნება] ყველაფერს აკეთებს რუსეთთან დაახლოებისთვის და ეს იმ დროს, როცა ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება"-  წერს გონჩარენკო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ Georgian Airways-ის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს პერსონალური სანქციები დაუწესა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი