კრემლის პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ამბობს, რომ "ახალ მოსკოვში" საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიდევ ორი დრონი ჩამოაგდო. უწყება ამბობს, რომ არავინ დაშავებულა.
"კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვის სისტემამ ახალ მოსკოვში სოფელ კრივოშეევოს მახლობლად, არავინ დაშავებულა", - თქვა "რიას" წყარომ.
სამშაბათს დილით მოსკოვის რეგიონში სულ 5 დრონი ჩამოაგდეს.
დროებით შეჩერებული იყო ფრენები ვნუკოვოს აეროპორტიდან. მოსკოვის მერმა დრონებით თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. იხილეთ: