რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა უკრაინის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 5 დრონით მოსკოვსა და რეგიონის ობიექტებზე.
"დღეს დილით კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე, ჩაიშალა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპანტი ქვეყნის უწყება ამბობს, ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, ხოლო კიდევ ერთი ელექტრონული საშუალებით "ჩაახშეს" და მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე.
"აღკვეთილი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა", - ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსული მხარე ამბობს, რომ სამშაბათს დილით მოსკოვის რეგიონში ჯამში 5 დრონი ჩამოაგდეს. დროებით შეჩერებული იყო ფრენები ვნუკოვოს აეროპორტიდან. მოსკოვის მერმა დრონებით თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. იხილეთ: