ზელენსკი ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებს დასავლეთიდან მიწოდებული ან დასავლური სახსრებით ნაყიდი იარაღით - ზახაროვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა "კიდევ ერთი ტერორისტული აქტი იყო". ამის შესახებ განცხადება უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

რუსეთი დრონებით თავდასხმაში კიევს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ თავდასხმა დასავლეთის მხრიდან მიწოდებული იარაღით განხორციელდა.

"კიევის რეჟიმის მცდელობა თავდასხმის ზონაზე, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის აეროპორტი, რომელიც სხვათა შორის, ასევე იღებს უცხოურ ფრენებს, კიდევ ერთი ტერორისტული აქტია. იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკი ამ ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებს დასავლეთის მიერ მოწოდებული ან დასავლური სახსრებით ნაყიდი იარაღით, ეს არის საერთაშორისო ტერორიზმი", - დაწერა ზახაროვამ.

მისივე მტკიცებით, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფინანსებენ ტერორისტულ რეჟიმს.

ცნობისთვის, რუსეთის ინფორმაციით, 4 ივლისს დილით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა "ახალ მოსკოვში" ორი დრონი წყობიდან გამოიყვანეს, ხოლო კიდევ ერთი ჩამოაგდეს კალუგის ოლქში. მოგვიანებით რუსულმა მედიამ დაწერა, რომ  მოსკოვზე დრონებით შეტევის კიდევ ერთი მცდელობა იყო და "ახალ მოსკოვში" საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიდევ ორი ​​დრონი ჩამოაგდო. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი