ბაიდენი ზელენსკის NATO-ს სამიტზე შეხვდება - CNN

გამოქვეყნდა:

CNN-ის ინფორმაციით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება. ინფორმაციას ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს. Politico იყო პირველი, ვინც შეხვედრის შესახებ ცნობა გაავრცელა.

რუსეთის ომი უკრაინაში ნატოს ლიდერებისთვის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ასევე განიხილავენ ალიანსში გაწევრიანების სამომავლო გზებს, რამაც ლიდერების პოზიციებს შორის გარკვეული განხეთქილება გამოიწვია. ბაიდენმა თქვა, რომ ჯერ ომი გრძელდება და დაასახელა რეფორმები, რომელიც უკრაინამ ალიანსში გასაწევრიანებლად უნდა გაატაროს. 

ზელენსკი ადრე აცხადებდა, რომ სამიტზე "გასართობად" დასწრებას არ აპირებდა და სურდა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მკაფიო გზა და უსაფრთხოების გარანტიები მიეღო.  

"მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა იმის თქმა, რომ NATO-ს არ ეშინია რუსეთის. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, სანამ ის ალიანსის წევრი გახდება. მხოლოდ ამ პირობებში იქნება ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვანი," - ამბობდა უკრაინის პრეზიდენტი ABC-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი იმართება. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკრაინისთვის პოზიტიური მესიჯები ექნებათ. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, გაწევრიანების ორნაბიჯიანი პროცესი ერთნაბიჯიანი გახდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 10 ივლისს განაცხადა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღების შესახებ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი