ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება - გამოძიების კითხვები სოფიო ბოკუჩავას ზარს უკავშირდება

გამოქვეყნდა:

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება - დაკითხვაზე დაბარების შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

გამოცემის რედაქტორის თქმით, მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეა. კერძოდ, ელისო კილაძესა და სოფიო ბოკუჩავას შორის სატელეფონო საუბარი. კილაძის ინფორმაციით, მას სწორედ ბოკუჩავამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ZAG, სადაც დაღუპული მუშაობდა, პორნოსაიტებს ემსახურებოდა. კილაძის თქმით, მას ბოკუჩავამ ის ვებ გვერდებიც დაუსახელა, რომლებზეც ბაჩალიაშვილი მუშაობდა. 

კილაძის თქმით, სოფიო ბოკუჩავამ მას თამარ ბაჩალიაშვილის პოვნის დღეს დაურეკა. კილაძე ამბობს, რომ ბოკუჩავა არ არის პირველწყარო, არამედ არის მხოლოდ ინფორმაციის გამტარი.

ის უარს აცხადებს იმ პირის დასახელებაზე, ვინც პირველმა მოუყვა ამ ფაქტის შესახებ და ამბობს, რომ არის უბრალოდ ინფორმაციის გამტარი და მას სთხოვეს, რომ ინფორმაცია გადმოეცა ჩემთვის, - ამბობს კილაძე.

კომპანია ZAG-ის თანამშრომლებს სოფიო ბოკუჩავას შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და მისი სახელი მხოლოდ მედიიდან გაუგიათ.    

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის საქმის ყველაზე სკანდალური მოწმე ბაჩანა ლობჟანიძე პირველად ელისო კილაძეს დაუკავშირდა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი