ხელისუფლების რეიტინგი ყოველდღე დაიკლებს, ოპოზიციის კი მოიმატებს - ზაალ უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ივნისსა და ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგებს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ეხმაურება. ამბობს, რომ კვლევაში ქვეყნაში არსებული უკიდურესი ეკონომიკური მდგომარეობა აისახა - მან ამის შესახებ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. მისივე თქმით, კორონაკრიზისის პერიოდში ხელისუფლებამ მოსახლეობა კიდევ უფრო დიდ გაჭირვებაში ჩააგდო. 

კვლევის პერიოდი ივნისი-ივლისის თვე იყო. მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებდა და ეს მთავარი თემა იყო, ყველანაირი პოლიტიკური თემა მკვდარი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს, ხელისუფლება ქულებს იწერს, მთელს მსოფლიოში ასე მოხდა და ამ პანდემიის პირობებში ყველაზე წყალწაღებულმა ხელისუფლებამაც კი შეძლო, რომ ქულები დაეწერა იმიტომ, რომ ამ დროს პოლიტიკური პროცესები მკვდარია და მოსახლეობის მთელი ყურადღება გადატანილია, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება... მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში არის კვლევა ჩატარებული ოპოზიციის საერთო ჯამი მეტია, ვიდრე ხელისუფლების ჯამი, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

უდუმაშვილის თქმით, ახლა პროცესები ისე მიდის, რომ ხელისუფლების რეიტინგები ყოველდღიურად დაიკლებს და მოიმატებს ოპოზიციის რეიტინგები. მისივე თქმით, პანმდემიის პერიოდში პრემიერმინისტრის დაპირება იყო არაფერი და მხოლოდ სიტყვები, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გული მოეგო.

რაც შეეხება მინსკში მიმდინარე მოვლენებს, სადაც რამდენიმე დღეა, საპროტესტო ტალღა არ წყდება. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მხრიდან სხვდასხვა განცხადება ვრცელდება და საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსში მიმდინარე მოვლენები თითქოს არც გაუგია. მისი თქმით, "ოცნებამ" გიორგი გაბუნიას გამონათქვამის დაგმობისთვის მსოფლიოს მოწუოდა და საელჩოები შეაწუხა.

გიორგი გაბუნიას გამონათქვამზე მთელ მსოფლიოს მოუწოდეს, რომ დაეგმოთ და მთელი საელჩოები შეაწუხეს. მაგრამ ასეთ ვითარებაში სრული დუმილია. ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ ამ ხელისუფლებას არათუ არ აქვს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკა, არამედ მავნებლური პოლიტიკა აქვს, ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკაა და ამ წლების განმავლობაში მისი საგარეო ვექტორი აბსოლუტურად შეცვლილია, - თქვა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. 

საარჩევნო პროცესი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.

შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი. ლუკაშენკომ აქციაზე გამოსულ საკუთარ ხალხს სწორედ ის ტყვიები დაუშინარომლითაც თბილისში, 2019 წლის 20 ივნისს, აქციის დარბევისას, მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ. 

მინსკში, პოლიციასთან შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცველებმა 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

IRI-ის კვლევის შედეგები კი ასეთია:

მომდევნო კვირა დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს:

  • "ქართული ოცნება" - 33 % - პირველი არჩევანი, 2 % მეორე არჩევანი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 16 % პირველი არჩევანი,- 4% მეორე არჩევანი;
  • "ევროპული საქართველო" - 5% პირველი არჩევანი - 6 % მეორე არჩევანი.
  • რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში? 

  • "ნაციონალური მოძრაობა" - 29%;
  • "ქართული ოცნება" - 25%;
  • "გირჩი" - 16%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 12%;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 9%;
  • "სამართლიანობისთვის" - 9%;
  • "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 9%;
  • "ევროპული საქართველო" - 7%.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი