"რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს... მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია" | ზელენსკის მიმართვა გაეროში

გამოქვეყნდა:

"ყოველ ათწლეულში რუსეთი ახალ ომს იწყებს. მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია",  - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელარუსი, ემუქრება ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც.

"ყოველ ათწლეულში რუსეთი ახალ ომს იწყებს. მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია და რომ არა რუსეთი, იქ ქიმიური იარაღი არასდროს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელარუსი, ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს"- ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ  გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია ნიუ-იორკში მიმდინარეობს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი