კულტურის სამინისტრო კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე კონსერვატორიაში არჩევნების შეწყვეტას მიესალმება

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტრო მიესალმება მინისტრის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას. სამინისტრო ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

"სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კონსერვატორია შეძლებს, რექტორის არჩევნები, კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაატაროს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა", - წერია განცხადებაში.

26 სექტემბერს ცნონილი გახდა, რომ მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. 

მანამდე, 20 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს წულუკიანმა თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" . მინისტრის მეორე დღესვე უპასუხაკონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ და დაწერა, რომ ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით საუბრობს. 

დღეს, 11:00 საათზე კონსერვატორიასთან პროტესტის ნიშნად მოქალაქეები შეიკრიბებიან.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი