დღევანდელი აქცია არ იქნება არც ბოლო, არც პირველი არაა, ველოდებით ბევრ ადამიანს, ვინც შემოგვიერთდება - აქცია კონსერვატორიასთან

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობასთან ხელოვანები იკრიბებიან. შეკრება მას შემდეგ დაანონსდა რაც კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კულტურის მინისტრმა რექტორის არჩევნები გააუქმა.

რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული, მას კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა. საბჭო 7 წევრისგან შედგება, კონსერვატორიის წარმომადგენლები მანამდეც ითხოვდნენ რეფორმებს და საბჭოს წევრების გაზრდას.

"ყველა ველოდებოდით ამას, ნუ მე განსაკუთრებით, იმიტომ, რომ რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდებოდით უკვე, რომ აქაც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ ყველამ და ძალიან თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ. შევეცდებით ყველამ ერთად გადავწყვიტოთ ეს რაღაცები და ერთპიროვნული არ იყოს ეს, მთავარი ძალა აქვს ხალხს გადაბარებული. დღევანდელი აქცია არ იქნება არც ბოლო და არც პირველი არ არის, ველოდებით ბევრ ადამიანს, ვინც შემოგვიერთდება უკვე", - ამბობს პიანისტი გიორგი გიგაშვილი.

26 სექტემბერს ცნონილი გახდა, რომ მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო აღნიშნულს მიესალმა და თქვა, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

მანამდე, 20 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს წულუკიანმა თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" . მინისტრის მეორე დღესვე უპასუხაკონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ და დაწერა, რომ ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით საუბრობს. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი