სოლიდარობა ბელარუსს - 26 აგვისტოს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ბელარუსის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, სწორედ 26 აგვისტოს დაიწყება ბელარუსის მიმართ სოლიდარობის აქცია, რომელსაც საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდება.

26 აგვისტოს 15:00-ზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ვიკრიბებით საქართველოში მცხოვრებ ბელარუსებთან ერთად. გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა თავისულფებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანებს. 26 აგვისტოს მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მოსახლეობა ერთხმად დააფიქსირებს, რომ ისინი მხარს უჭერენ მშვიდობასა და თავისუფლებას, როგორც ბელარუსში ასევე მსოფლიოში და აჩვენებენ დიქტატორ ლუკაშენკოს, რომ ბელარუსი ხალხი მარტო არ არის, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

ბელარუსის მხარდასაჭერი აქცია თბილისში 23 აგვისტოსაც გაიმართა. მინსკში მიმდინარე მშვიდობიანი მარშის პარალელურად, ქართველებმა ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის სოლიდარობა გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ
ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, არის მსხვერპლი. 

ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდებენ. ბელარუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი