"რეალობას უნდა შევხედოთ" | ორბანი ისევ იმეორებს, რომ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე. მისივე აზრით, დასავლეთმა და ევროკავშირმა "სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა კიევის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. 

"ახლა ნათელია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე. ჩვენ არ უნდა ველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებებს მოსკოვში... რეალობას უნდა შევხედოთ", - თქვა ორბანმა.

მანამდე, ნოემბრის დასაწყისში ორბანმა თქვა, რომ კიევი შორს არის EU-სგან  და რომ უნგრეთის მკაფიო პოზიციაა წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი