ცუდადა ვარ, ტვინი აღარ მიმუშავებს - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" განმარტა, რატომ დატოვა "ძალა ერთობაშია". ამბობს, რომ კულუარული თამაშები მისი საქმე არ არის და მთავარი ხალხთან ურთიერთობაა.

არ შემიძლია და მომბეზრდა კინკლაობა, ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა საჯარო სივრცე, ხალხთან კონტაქტი, მათი ნუგეში, ახალი პროექტების შექმნა. ცუდადა ვარ, ტვინი აღარ მიმუშავებს, როდესაც კინკალობებს ვუსმენ. ასეთი ადამიანი ვარ, ჩემი ტვინი კვდება, როგორც კი კინკალობაში შევდივარ. მე ჩემი გზა მაქვს და საქართველოს აღმშენებლობის პროცესში ლომის წვლილს შევიტან, - ამბობს ვაშაძე.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს. 

მანამდე კი ჯერ კიდევ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს. 

გიორგი ვაშაძე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში 20 აგვისტოს დაადანაშაულა. მაშინ პარტიაში ამბობდნენ, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის დასახელება, "ლეიბორისტული პარტიის" ფორმატში შეთანხმებული არ ყოფილა. 

თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ კი შეთანხმების დარღვევაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. 20 აგვისტოს მან თქვა, რომ თუ ენმ ისნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატს დააყენებდა, ეს მათი მხრიდან შეთანხმების დარღვევა იქნებოდა. ვაშაძემ თქვა ისიც, რომ ისანში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატსაც დაამარცხებდა. 

უკვე ამის შემდეგ, 26 აგვისტოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის ოლქში საკუთარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა

გარდა ზემოთხსენებული კანდიდატებისა, ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან: 

  • "ქართული ოცნება" - კახი კახიშვილი;
  • პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნა" - დავით ჭიჭინაძე;
  • "ლელო საქართველოსთვის " - ლანა გალდავა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი