ბელარუსში მომუშავე 17 ჟურნალისტს საგარეო უწყებამ აკრედიტაციები გაუუქმა

გამოქვეყნდა:

ბელარუსმა აკრედიტაციები გაუუქმა საერთაშორისო მედიისთვის მომუშავე იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელმწიფო აქციებს აშუქებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. "საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული აკრედიტაციები 17 ჟურნალისტს გაუუქმდა, მათ შორის ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს Reuters-დან, ორს BBC-დან და ოთხს რადიო თავისუფლებიდან", - ამბობს ბელარუსის ჟურნალისტების ასოციაციის წარმომადგენელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანატოლი გლაზი კი კომენტარისთვის მიუწვდომელი იყო.

Reuters-ის პრესსპიკერმა თქვა, რომ Reuters-ის ჟურნალისტს ჩამოართვეს თავისი აკრედიტაცია და დაამატა: "ჩვენ არ ვართ ინფორმირებული ჩვენი ბელარუსი ჟურნალისტების მხრიდან, რომ აკრედიტაცია ვინმემ დაკარგა. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება აღუდგენს ჟურნალისტებს თავის აკრედიტაციებს და შედეგად, ისინი შეძლებენ ადამიანებამდე მიიტანონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ამბები, რომელიც საზოგადოების ინტერესშია".

"რადიო თავისუფლების" რეპორტაჟი, რომელიც მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ციტირებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება, ჩამოერთმიათ აკრედიტაციები ჟურნალისტებისთვის, უსაფრთხოების მიზეზებით ახსნა. "სამინისტრომ არ უპასუხა შეკითხვას, რამდენმა ჟურნალისტმა დაკარგა აკრედიტაცია", - ამბობს რადიო თავისუფლება.

23 ივლისის, სამთავრობო შეხვედრაზე პრეზიდენტი ლუკაშენკო იმუქრებოდა, რომ საერთაშორისო ჟურნალისტებს გააგდებდა. ისინი ლუკაშენკომ მის წინააღმდეგ აქციების მოწყობაში ადანაშაულებდა. 

ამერიკის საელჩომ მინსკში, შაბათს განცხადება გაავრცელა. ის არ ეხებოდა კონკრეტულად აკრედიტაციების ჩამორთმევას, მაგრამ ამბობდა: "ჩვენ შეწუხებული ვართ განგრძობითი ბრძოლით ჟურნალისტების წინააღმდეგ, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ვებგვერდებისა და ინტერნეტის დაბლოკვით და დაკავებებით მოქალქეების რომლებიც საკუთარი უფებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის იბრძვიან".

Reuters წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკში დამატებითი პასუხების მიღებისთვის, ხელმიუწვდომელია.

ცნობისთვის, ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. აქციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.

დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესიც. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.

შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.

"ბრძოლა თავისუფლებისთვის" - აქციები ბელარუსში 2020

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი