მინსკში პოლიციამ აქციის 125 მონაწილე დააკავა

გამოქვეყნდა:

მინსკში პოლიციამ აქციის 125 მონაწილე დააკავა. ინფორმაციას სააგენტო Reuters რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. საპროტესო აქცია ბელარუსის დედაქალაქში, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს, 30 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე განახლდა.

ცნობისთვის, ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. აქციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.

დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესიც. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.

შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.

"ბრძოლა თავისუფლებისთვის" - აქციები ბელარუსში 2020

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი