ვინ და რატო გაიყვანა ბაჩალიაშვილი სახლიდან, სად არის ტელეფონის ჩანაწერები.. - ელისო კილაძის შეკითხვები გამოძიებას

გამოქვეყნდა:

ვინ და რატო გაიყვანა ბაჩალიაშვილი სახლიდან, რა მიმართულებით წავიდა 23 წლის პროგრამისტი და სად არის ტელეფონის ჩანაწერები.. - გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ჟურნალისტ-გამომძიებელი, ელისო კილაძე გამოძიების მისამართით არსებულ შეკითხვებზე საუბრობს. 

პირველი კითხვა - ვინ გაიყვანა თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან, რომელიც დედამ სახლში დატოვა მძინარე. რა მიმართულებით წავიდა, სად არის ტელეფონის ჩანაწერები.. როგორ შეიძლება, თვალში ნაცარს გვაყრიან, Facebook არის წაშლილი, ლეპტოპი გასუფთავებული, ტელეფონის ამონაწერები რეალურდ არ არსებობს.. ვინ დაურეკა, რა სიტუაცია იყო, რა შეტყობინებები მიიღო და რა პერიოდში.. რა ხდებოდა მანამ, სანამ დადგებოდა ეს დღე, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა, გამოძიება ამ მიმართულებით საერთოდ არაფერს გვეუბნება.. - ამბობს ელისო კილაძე. 

ჟურნალისტი ეხმაურება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დღეს პროგრამისტის დედის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, რომელიც მან მთავარ პროკურატურასთან გააკეთა. შეგახსენებთ, რომ თეონა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, როგორ ამარაგებდა საქართველოს სამი მაღალჩინოსანი ყარაბახის ომს იარაღით. "ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში სადაც სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად უუნაროა, ყველაფერი შესაძლებელია," - ამბობს კილაძე. 

მას არ აქვს იმედი, რომ ირაკლი შოთაძის უწყება ბაჩალიაშვილის საქმეს გამოიძიებს და ამბობს, რომ  "გამოძიება მემგონი საერთოდ არც მიმდინარეობს ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეზე".

მისივე თქმით, როდესაც როდესაც ასეთ გახმაურებულ საქმეებზეა ლაპარაკი, საგამოძიებო უწყებამ ყველა განმარტება უნდა გააკეთოს თავის დროზე და არა ისე, როგორც ეს მაგალითად გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხდებოდა. "როცა ჩვენი "მთავარი არხის" განცხადებების კვალდაკვალ მიდიოდა გამოძიების ვერსიების დახვეწა და სრულყოფა ან რაღაც განცხადებები".

ცნობისთვის, დღეს, 30 აგვისტოს ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ  გარკვეულ ტრანზაქციებში, ყარაბაღში იარაღის შესატანად გამოიყენეს , რის შემდეგაც ის მოიშორეს. თეონა თამაზაშვილის თქმით თამარის სიკვდილი სწორედ უშიშროების სამსახურთან და იმ ქართველ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც იარაღის საერთაშორისო ვაჭრობით ხეირობდნენ.  

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი