კრემლი პასუხობს ზელენსკის განცხადებას, ილ-76-ის ჩამოვარდნაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი წინააღმდეგია ბელგოროდის ოლქის ავიაკატასტროფის თაობაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების, რომლის აუცილებლობაც წინა დღით გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ხუთშაბათს დილით რუსულმა სააგენტოებმა პესკოვის შემდეგი ციტატა გამოაქვეყნეს:

"თუ ის გულისხმობს საერთაშორისო გამოძიებას კიევის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე, ეს აუცილებლად საჭიროა".

კითხვაზე, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული ქმედება, კრემლის სპიკერმა უპასუხა:

"თქვენ უნდა გქონდეთ პრეზიდენტი ზელენსკის ადმინისტრაციის ტელეფონის ნომერი. დარეკეთ და დასვით ეს შეკითხვა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი, რომელშიც 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე და ცხრა რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, ხარკოვის რეგიონიდან სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩამოაგდეს.

კიევი ამას არ ადასტურებს. შემთხვევა 24 იანვარს მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი