"ეს არის შეხსენება, რომ უკრაინას თავდაცვის რაკეტები სჭირდება" | სახდეპის პრესსპიკერი ოდესის დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის შეხსენება, რომ უკრაინას თავდაცვის რაკეტები სჭირდება," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა და რუსული ჯარების მიერ ოდესის დაბომვას გამოეხმაურა.

"ეს დარტყმა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას ყოველდღე. და ეს არის შეხსენება უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამჭერი რაკეტების საჭიროების შესახებ," -განაცხადა მილერმა.

მან კიდევ ერთხელ მიუთითა შეერთებული შტატების კონგრესს გადაუდებელი ზომების საჭიროებაზე, "უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში".

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასა და საბერძნეთთან მუდმივ კონტაქტშია.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს, ოდესაში, უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო. ჟურნალისტების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი