"ეს რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია" | მიშელი ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობაზე

გამოქვეყნდა:

"ეს რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია", - ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსული ჯარების მიერ ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობას.

"თავდასხმა ოდესაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს, კიდევ ერთი ნიშანია რუსეთის მშიშარა ტაქტიკის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში. ეს კრემლის სცენარისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა არ შეირყევა", - წერს მიშელი.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს, ოდესაში, უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო. ჟურნალისტების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი