მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენას ირონიულად ეხმაურება.
"ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება არასერიოზულია, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვერ ელევიან თავიანთ "არქიტექტორს" და თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მას პატიმრობა ელის.
ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა მოქალაქეობაზე და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი არიან, პრაქტიკულად, პოლიტიკურად გაკოტრებულები. სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის, რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია. თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლა, ჩამობრძანდეს, არ არის პრობლემა. მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, - ამბობს წულუკიანი.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია კი ამბობს, რომ სააკაშვილის მომავალს მხოლოდ საპატიმროში ხედავს.
სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარედ კერავს ქუდებს და ხელთათმანებს, - ამბობს ქანთარია.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება არასერიოზულია, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტმა წარსულშიც არაერთხელ დააანონსა სამშობლოში დაბრუნება.
ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, 10 დღის უკან, უმძიმესი დანაშაულები აღიარა საკუთარი პირით, - აღნიშნავს იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ დღეს დაასახელა.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.
სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
მიმდინარე საქმეები:
სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.