ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, "ოცნების" მიერ მიხეილ სააკაშვილის ძებნილად მოხსენიებას ეხმაურება და საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ამბობს, რომ მისი სტატუსი არის პოლიტიკურად დევნილი.
ტერმინი "ძებნილი", რომელსაც იყენებს ე.წ. "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, არასწორია - სააკაშვილი არ არის ძებნილი ინტერპოლის მიერ. მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გამო აღძრულ საქმეებს კი ჩვენმა მოკავშირეებმა მისცეს უკიდურესად მკაცრი შეფასებები. საქმეთა მტკიცებულებები, მოწმეები და განაჩენი სრულიად არ შეესაბამებოდა იმ ბრალდებებს, რომლებიც სააკაშვილს ჰქონდა წაყენებული. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის დევნილია, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ დღეს დაასახელა.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.
სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
მიმდინარე საქმეები:
სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.