"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება. "ვისი მარშალი ვის პრემიერშია. ასე მოჩანს ზუგდიდიდან", - წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 7 აგვისტოს კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მზადაა იტვირთოს ფუნქცია და პრემიერმინისტრი მაქსიმუმ 2 წელით გახდეს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქარეთველოში მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას და არეულობას არ გამოიწვევს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მიზანი ქვეყანაში მშვიდობისა და წარმატების მიღწევაა, რაც სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სააკაშვილის განმარტებით, ბევრ საკითხში "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხისტი და ზოგჯერ უსამართლოც, ეს ტენდენცია კი გაუარესდა და გაგრძელდა. მან აღნიშნა, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს დაასახელა.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.