10 სექტემბერს "ქართული ოცნება" საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" 10 სექტემბერს პროპორციული საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობილია, რომ საარჩევნო სიაში აღარ იქნებიან ნუკრი ქანთარია, იოსებ მაკრახიძე და თემურ ჭკუასელი. 

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, "ოცნების" სიაში ყოფილი ჟურნალისტი და კომინიკაციების კომისიის ხელმძღვანელის მეუღლე, ეკა ბერიძე ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ მოქმედმა მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში დაამტკიცა.

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი