ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

გამოქვეყნდა:

ბელარუსი ოპოზიციონერი, მარია კოლესნიკოვა სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "რია" მისი უფლებადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს. კოლესნიკოვა ნიღბიანმა პირებმა 7 სექტემბერს გაიტაცეს. 8 სექტემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საზღვრის კვეთის დროს დააკავეს. ბელარუსის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ანტონ როდნენკო და ივან კრაცკოვი.

დაუდგენელმა პირებმა ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი, მარია კოლესნიკოვა 7 სექტემბერს გაიტაცესReuters-ის ინფორმაციით, კოლესნიკოვა მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მინივენის ტიპის ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ცნობისთვის, ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. აქციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.

დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესიც. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.

შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.

"ბრძოლა თავისუფლებისთვის" - აქციები ბელარუსში 2020

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი