
ლიეტუვის პარლამენტმა დაამტკიცა მოწოდება, ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნონ. ამის შესახებ რეზოულიციის ტექსტი 10 სექტემბერს გაოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ბელორუსი ხალხის მიერ არჩეულ მეთაურს და საკოორდინაციო საბჭოს მოთხოვნას "ჩატარდეს ხელახალი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები".
ამიერიდან, ლიეტუვა თანახმაა განიხილოს "ბელორუსის არალეგიტიმური მეთაურის," ალექსანდრე ლუკაშენკოს ნებისმიერი ქმედება საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ, რუსეთთან ახალი ხელშეკრულებების დადება, როგორც "დანაშაული ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ", - წერია ტექსტში.
პარლამენტი აცხადებს, რომ ბელორუსის მოქალაქეებს და მათ ლეგიტიმურ წარმომადგენლებს გაუწევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას, რათა ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები.
ცნობისთვის, ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. აქციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.
შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.