
ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოსახლეობამ ბელარუსის მხარდამჭერი აქცია გამართა. ისინი ერთ კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ, აქცია კი ბელარუსის დროშის ფერებში გაბმული წითელი და თეთრი ლენტებითა და საჰაერო ბუშტებით გააფორმეს.
ბათუმელების გარდა, სიმბოლურ აქციას ის უკრაინელები და ბელარუსებიც შეუერთდნენ, რომლებიც ამ დროისათვის ზღვისპირა ქალაქში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. აქციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლიც.
შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მინსკში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.
"ბრძოლა თავისუფლებისთვის" - აქციები ბელარუსში 2020
ავტორი: თეა ვაშალომიძე