პუტინი ვერ უკარნახებს უკრაინას სამშვიდობო პირობებს | ოსტინი

გამოქვეყნდა:

ომის დასრულების პირობებზე, პუტინის განცხადებას აშშ-ის თავდაცვის მდივანი გამოეხმაურა. ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ პუტინი  ვერ დააწესებს პირობებს, რადგან რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე.

"პუტინს უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის სუვერენული ტერიტორია. ის ვერანაირად ვერ უკარნახებს უკრაინას რა უნდა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად.
ასობით ათასი მისი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა ამ უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმის დროს. მას შეუძლო ამის დასრულება დღეს, თუ ძალიან სურს. ჩვენ მას მოვუწოდებთ გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია" - თქვა ოსტინმა ბრიუსელში, ნატოს ლიდერთა შეხვედრის დროს.

პუტინმა დღეს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტმა რუსული ნაციზმი უწოდა, ხოლო პუტინი ჰიტლერს შეადარა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი აღნიშნა, რომ უკრაინის საქმე არ არის თავისივე ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი