რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევში ნგრევა უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა დაადასტურა. უწყება ამტკიცებს, რომ სამიზნე "უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები" და "უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები" იყო. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის განცხადებები სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ სარაკეტო თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"კიევიდან არაერთი გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო კადრები ნათლად ადასტურებს ქალაქში საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან გაშვებული უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს.

განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ კიევის რეჟიმის მსგავსი ისტერიკა რამდენიმე წელია და ყოველ ჯერზე ხდება მათი პატრონების NATO-ს მორიგი შეხვედრის (სამიტის) წინა დღეს. ასეთი პროვოკაციების მიზანია კიევის რეჟიმის შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა და ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინამდე," - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი