მარნეულის პოლიციაში, სავარაუდოდ, გამოკითხვები დღეს დილიდან განახლდება.
სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ გუშინ მარნეულის პოლიციაში აჩვენეს აკდრები, საიდანაც 4 პიროვნება ამოიცნო: ამირან გიორგაძე, გიორგი შუბითიძე; ცოტნე და შერმადინ ბოჭოიძეები. მისვე თქმით, ამირან გიორგაძე "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელია, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა.
დავინახე, რომ ადამიანი იყო უგონო მდგომარეობაში და ითხოვდნენ შველას. გადავწყვიტე დამერეკა სასწრაფოსთვის და ამ დროს ჩემზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა ამირნა გიორგაძემ, რომლეიც არის "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი და საკრებულის თავმჯდომარე. საგამოძებო პროცესის მიმდინარეობისას, გმაომძებლება მანახეს, რამოდენიმე ვიდეო მასალა, რომელიც მათ აქვთ, როგროც საგამოძებო მტკიცებულება, მინიმუმ 10 ადამიანი იდენტიფიცირებულია, რომელიც ორგანიზებულ თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას - თქვა გიორგი მუმლაძემ
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამემდე მარნეულის პოლიციაში იკითხებოდნენ, ის ჟურნალისტები და ოპერატორები, ვისაც მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ცნობისთვის, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.
მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.