დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარების მოლოდინში არიან სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრები. ირაკლი შოთაძის  უწყება ჯერ დუმს. მანამდე კი სადელიმიტაციო კომისიის 2006-2007 წლის შეთანხმებების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურებიან  ქვეყნის მოქმედი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები.

„მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები - კარტოგრაფიული რუკები და ასევე, ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. როგორც უკვე აღვნიშნე, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული გაჩნდეს კითხვები 2006-2007 წლებთან დაკავშირებით. აუცილებლად გაგრძელდება საუბრები კომისიებთან.  რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი მყარი არგუმენტები გაგვიჩნდა და ამ არგუმენტებით ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება“ - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი.  

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალადაძე კი ფიქრობს, რომ დავით გარეჯის თემა  წინასაარჩევნო სპეკულაციის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ხელოვნურად წამოწია და  ამ სპეკულაციაში საპატრიარქოც ჩაერთო.

„სადელიმიტაციო კომისია 1996 წლიდან მოყოლებული დღემდე მუშაობს და ლოგიკურ შუალედამდეც კი არ არის მისული, ამიტომ, ფიზიკურად ვერ იარსებებს ვერანაირი დასკვნა, რომელსაც ექნება ფორმალური საფუძველი, რომელსაც  პროკურატრა ვინმეს მიმართ ბრალდების საფუძვლად გამოიყენებს. ისევე როგორც არ არსებობს საფუძველი,  რომლითაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილები  მეორე სახელმწიფოს გადაეცემოდა“ - ამბობს ნინო კალანდაძე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი