"ეს თითქმის უკვე გავაკეთეთ" | ტრამპის თქმით, აშშ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას განაახლებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმის განცხადებით, ვაშინგტონმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას გაცვლა მეტწილად აღუდგინა. ეს განცხადება ტრამპმა Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა.

კითხვას, აგნიხილავს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "ჩვენ ეს თითქმის უკვე გავაკეთეთ... გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინა სერიოზული იყოს რაიმეს მიღწევის შესახებ".

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, გამოცემა Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებისთვის გამოეყენებინათ. 

უკვე 6 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება. 

7 მარტს, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდეს უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინოს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი