ზელენსკის თქმით, ის დღეს დონალდ ტრამპს დაელაპარაკება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს დაელაპარაკება. ზელენსკის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ტრამპთან საუბრისას პუტინთან დიალოგის შესახებ უფრო მეტ დეტალს გაიგებს.

"დღეს მექნება კონტაქტი პრეზიდენტ ტრამპთან. დღეს, შემდგომი ნაბიჯების დეტალებს განვიხილავთ", - თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ. ამასთან, ტრამპსა და პუტინს შორის საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, რა დროსაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სახლები და დაშავდა 2 ადამიანი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა 23 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი