ბოლნისში მომხდარ ინციდენტზე ენმ-ს მხარდამჭერ არიფ იუსუპოვს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის განცხადებით, ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, არიფ იუსუპოვს ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ბრალი წარედგინა.

მათი ინფორმაციით, იუსუპოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) აქვს წარდგენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, ა.ი-მ ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, გ.ა-ს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია ქართული ოცნების შტაბის მიმდებარედ , ი.ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს - 5 000 ლარის  შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. დანაშაული 1-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტებერს, იუსუპოვი სასტიკად სცემეს "ქართული ოცნების" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა.

3 ოქტომბერს პოლიცია იუსუპოვის სახლთან მივიდა და მის დაკავებას შეეცადა. აქტივისტს "ოცნების" მხარდამჭერებზე მომხდარ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მეზობლებისა და იუსუპოვის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო მისი დაკავება ვერ მოახერხეს. იუსუპოვის სახლთან გვიან ღამემდე გრძელდებოდა მეზობლების პიკეტი. საბოლოოდ ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი