ბოლნისის სასამართლო "ენმ"-ს წევრების, ლაშა ქველაძისა და არიფ იუსუპოვის აღკვეთზე მსჯელობს. ორივე მათგანისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც ქველაძისა და იუსუპოვის ბრალეულობას დაამტკიცებს.
„გავეცანი საქმის მასალებს და და რაიმე სახის მტკიცებულება რომ იუსუპოვმა იძალადა ქართული ოცნების წარმომადგენლებზე, არ დასტურდება. პირიქით, დასტურდება, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა წინასაწარ დაგეგმილი ორგანიზებული ძალადობა“ - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროს გიორგი ჯალაღონიასა და „ოცნების“ აქტვისტ გიორგი შუბითიძეს, მათ საქმეზე ბოლნისის სასამართლო დისტანციურ რეჟიმში, დღეს, პირველ საათზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტებერს, იუსუპოვი სასტიკად სცემეს "ქართული ოცნების" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა.
3 ოქტომბერს პოლიცია იუსუპოვის სახლთან მივიდა და მის დაკავებას შეეცადა, თუმცა მეზობლებისა და იუსუპოვის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო ის ვერ დააკავეს. საბოლოოდ ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ქველაძე კი პოლიციამ გუშინ, 4 ოქტომბერს დააკავა. ის პოლიციაში გამოკითავზე დაიბარეს და მოულოდნელად დააკავეს.
შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, "მთავარი არხის" 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან სცემეს ოპოზიციონერები - ენმ-ს საარცევნო შტაბის წევრები.
შსს-მ "ქართული ოცნების" ორი წევრიც დააკავა.