ბეალურისის შინაგან საქმეთა სამინისტორს განცხადებით, გუშინ 4 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე 317 პირი დააკავეს, მათაგნ 258 ადამიანი პატიმრობის მოლოდინშია.
უწყების ინფორმაციით, რეგიონულ ცენტრებში გამართულ აქციებში 20-დან 100-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა, ხოლო მინსკში გამართულ აქციაში მონაწილეობა 10 000-მა ადამიანმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ აქციაზე მოქალაქეები პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელშიც თავი გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა.
ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, თუმცა სანქცირებულთა სიაში თავად ლუკაშენკო არ მოხვდა.