"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი - ნინო გაზდელიანი და ლევან კალანდია - აზერბაიჯანის კიდევ ერთ ქალაქში, გორანბოიში ჩავიდნენ, რომელიც განჯადან 35 კილომეტრში მდებარეობს. აზერბაიჯანის ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში ცოტა ხნის წინ ისროლეს კასეტური ბომბები, რომლებიც ჰაერში განეიტრალდა და რამდენიმე სახლი დააზიანა.
არსებული ინფორმაციით, შეტევას მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილია 1 ასაკოვანი ქალბატონი, დაშავებულია 3 ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფი, მთავარი არხის ჯგუფი, დღეს, ასევე, იმყოფებოდა მინგეჩაურში, რომელიც გუშინ დაიბომბა.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაპირისპირება არ წყდება. გუშინ, კიდევ ერთხელ, დაიბომბა განჯა, სტეპანაკერტი და შუშა.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
ამავე თემაზე: