ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი გარეჯის საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი დავით გარეჯზე საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ თავადაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საპატრიარქოში ვიზიტზე და მის მიერ პატრიარქისთვის გადაცემულ დოკუმენტებზე ინფორმაცია არ აქვს. 

"არ ვესწრებოდი, არ ვიცი რა გადასცეს საპატრიარქოს, ვინ იყო იქ. ვინ თქვა, რომ დამნაშავეები არიან ესენი, პატრიარქმა განაცხადა, სინოდმა განაცხადა?! მაგრამ როდესაც დიდი საქმეები წყდება, ურთიერთგაცვლითი თვალსაზრისით, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში, ეკლესიური საკითხები, ამას წყვიტავს პატრიარქი და სინოდი. ეგ საკითხი ისეთ მტკივნეულ საკითხად იქცა უკვე ერისა და ქვეყნის ცხოვრებაში მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ერთ ერთ საკითხად სინოდმა განიხილოს", - თქვა მეუფე ვახტანგმა.

დავით გარეჯის თემაზე საპატრიარქომ განცხადება გუშინ, 15 ოქტომბერს გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია რომ 2020 წლის 23 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და მღვდელმთავრებს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა პირებმა გააცნეს ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, ის დოკუმენტაცია, რომელიც დავით ხიდაშელმა საქართველოში ჩამოიტანა და ასევე ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.

მათი თქმით, არჩევნების წინ დავით გარეჯის თემის წინ წამოწევა ეკლესიას არ უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ დავითგარეჯის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 29 სექტემბერს დაიწყო.გამოძიების საფუძვლად პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან, 2020 წლის 17 აგვისტოს მიღებულ ინფორმაციას ასახელებს.

ამ გამოძიების ფარგლებში, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი და ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. 2 ოქტომბერს თავად ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა. 

2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი