მოქალაქეებს კორონავიურის ტესტზე პასუხები დაგვიანებით ან შეცდომით მისდით

გამოქვეყნდა:

მოქალაქეები, რომლებსაც კორონავიურის ტესტზე პასუხები დაგვიანებით ან შეცდომით მისდით, ჯანდაცვის სექტორში არსებულ კრიზისზე საუბრობენ. ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ COVID-19-ის ტესტის ჩასატარებლად მისული იყო, თუმცა გრძელი რიგის გამო შენობა დატოვა. საღამოს კი, ექიმები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ კორონავირუსზე პოზიტიური იყო. მოქალაქისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა ანალიზის გარეშე პასუხის დადგენა. 

 

რთული ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო ვალი აიღო. ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ არ ხმარდება თანხები მოქალაქეებს:

"კრიზისის პერიოდში დონორი ორგანიზაციებიდან საქართველომ დაახლოებით ათი მილიარდი ლარის დახმარება. აქ ჩნდება კითხვა, ეს თანხა სად წავიდა, რას მოხმარდა?1 საქართველომ ეს თანხები მიიღო იმიტომ, რომ არ ჩამონგრეულიყო ეკონომიკა, არ გაკოტრებულიყო ბიზნესი, ათიათასობით ადამიანს არ დაეკარგა სამსახური და სიღატაკის მაჩვენებელი არ გაჩენილიყო ქვეყანაში. საბოლოოდ, მივიღეთ შემოსული თანხა, რომელიც ვალის სახით მიიღო ქვეყანამ - უკან დასაბრუნებელია - და ეს თანხა გაიფლანგა, ანუ ამ თანხის არაეფექტურ ხარჯვაზეა საუბარი", - ამბობს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს ეკონომიკის სპიკერი, ირაკლი ყიფიანი.

"მე თუ მკითხავთ, ეს არის წყალში გადაყრილი ფული. ამას ჯობდა, რომ ეკონომიკის სტიმულირება გაგვეკეთებინა გადასახადების დაწევით. ხელისუფლების მიზანი არასდროს არ ყოფილა პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა, მიზანი იყო ამ სიტუაციის გამოყენება მაქსიმალურად საარჩევნოდ და ეს არასწორი მიზანია", - ფიქრობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ხელისუფლება, პანდემიის მეორე ტალღასთან ერთად, სეზონურ გრიპსაც მოუმზადებელი ხვდება. ახლა ქვეყანაში მხოლოდ 25 000 ცალი გრიპის ვაქცინაა შემოტანილი, რომელიც, პირველ რიგში, ორსულებს, ბავშვთა სახლებს, ხანდაზმულებსა და შიდსით დაავადებულ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი ამ მიზნობრივი ჯგუფებისთვისაც არ არის. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 16 ოქტომბრიდან,  თბილისსა და იმერეთში 22:00 საათზე ყველა რესტორანი და გასართობი დაწესებულება მუშაობას შეწყვეტს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი