ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე დაირღვა - ბაქო

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, შეთანხმება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, რამდენიმე საათში დაირღვა და ღამის განმავლობაში სომხეთის არმია, ჯებრაილის რაიონის და არაზის მდინარის ნაპირას მდებარე გათავისუფლებული სოფლებს მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდა.

არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ჰუმანიტარული მისიით, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მხარეებმა აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღეს.

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 9 ოქტომბერსაც მიიღეს, თუმცა შეთანხმება მაშინაც რამდენიმე საათში დაირღვა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას დაღუპულებს შორის სამხედროების გარდა, არის მშვიდობიანი მოსახლეობაც. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი