დაბომბილი სკოლები და დასახლებები - ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებები ისევ გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანიც და სომხეთიც ადასტურებს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი Twitter-ზე წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარკუნიკის რეგიონში იერიში დასახლებულ პუნქტებზე და სკოლის შენობებზე მიიტანეს. მისი თქმით, სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. 

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერისა და აღდამის რეგიონის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე კი, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ საბრძოლო მოქმდებები მიმდინარეობდა კალბაჯარის, გოიგოლის, ბერდის, ვარდენისის, თოვუზისა და დაშკესანის რეგიონებში. მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 82 და 120 მმ ნაღმტყორცნებს და მსხვილი კალიბრის იარაღებს იყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

18 ოქტომბერს მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე მეორედ შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი