ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ თვალთავლი და უკანონო მიყურადება აამოქმედა. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის ის სამი თანამშრომელი, რომლებმიც მათი ინფორმაციით, "ნაცინალური მოძრაობის" შტაბებში უკანონო შეღწევებზე და იქ მოსასმენი აპარატურის დამოტაჟებაზე არიან პასუხისმგებლები.
"ნაცინალური მოძრაობის შტაბებში უკანონო შეღწევისა და იქ მოსასმენი აპარატურის დაყენების ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირები არიან: ლევან სულიკოს ძე ახობაძე, 1978 წელს დაბადებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, ანუ სუდ-ის უფროსი. კობა რევაზის ძე კობიძე, დაბადებული 1969 წელს სუსის ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს, ე.წ. ოტოს უფროსი, ბექა ჯაბოს ძე მამარდაშვილი, უშუალო შემსრულებელი, დაბადებული 1987 წელს, ოტოს უფროსის მოადგილე, ის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კადრია, რომელსაც გარკევული კავშირები აქვს რუსულ სპეცსამსახურებათან და პასუხისმგებელია მოსმენებზე, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილს დაქვემდებარებული სამსახურების წარმომადგენლები არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც უსმენენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილიც ახლაც ცდილობს სუს ოპონენტებთან საბრძოლველად გამოიყენოს.
"ეს არის უკანონო თვალთავლი, უკანონო მიყურადება, რომელიც ჩემზე და ჩემს მეგობრებზე, უფრო მეტიც, ჩემ ოჯახი წევრებზე ხორციელდება ძალიან დიდი ხანია. ყველაზე ისეთი, უტიფარი ნაბიჯი სუს-ისგან ეს იყო გუშინ წინ, როდესაც ღამე გადმოძვრნენ საარჩევნო შტაბში და მანამდე ელექტროენერგია გათიშეს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკურ დავალებას ასრულებენ.
"დღეს ევროპაში და ამერიკაში უშიშროების მთავარი ამოცანაა როგორ შეზღუდოს რუსეთის ჩარევა ადგილობრივ არჩევნებში, სამწუხაროდ, ჩვენი უსფართხოების მთავარი ამოცანაა როგორ შეზღუდოს ჩვენივე ოპოზიციის მონაწილეობა ჩვენ არჩევნებში", - თქვა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ოქტომბერს, ენმ-ძალა ერთობაშიას ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მის საარჩევნო შტაბში, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გვიან ღამით, მაშინ როცა მისი შტაბის წევრები საარჩევნო ღონისძიებას გეგმავდნენ, მის კაბინეტში ხმაური გაიგეს, თუმცა იქ აღარავინ დახვდათ. დეკანოიძე ამბობს, რომ ოთახში სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ, სკამებზე შეინიშნება ნაფეხურები.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, საპატრულო პოლიცია მომხდარისთანავე გამოიძახეს, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მოსასმენი აპარატურის კვალი ვერც მათ და ვერც კინოლოგებმა აღმოაჩინეს.