გოგი მეშველიანი დმანისში, "ოცნების" საარჩევნო შტაბში მოხდარ კონფლიქტში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთს მმართველი გუნდის აქტივისტები დაუპირისპირდნენ. გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე ე.წ კანონიერ ქურდთან დაახლოებული ზურაბ ოკმელაშვილია, რომელმაც შტაბის რამდენიმე წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. 

დაჭრილები არიან, როგორც ჩვენი აქტივისტები, ასევე თავდამსხმელები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე გამოიძიებენ ამ თავდასხმას და რაც მთავარია, პასუხისგებაში მიეცემიან არამხოლოდ მონაწილეები, არამედ მათი დამკვეთები და ინიციატორები. ეს გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი ოპონენტის ხელწერა, რომლის ამოცნობაც ძალიან მარტივად შეიძლება. ადამიანების არაფხიზელ მდგომარეობამდე მიყვანა, წაქეზება და მათი შესევა მერე "ქართული ოცნების" ოფისზე. მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტული მონაწილე პირების შესახებ, - ამბობს გოგი მეშველიანი.

ამ დროისთვის სამივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, დმანისში დღეს 21 სექტემბერს, "ოცნების" საარჩევნო შტაბში ქურდული გარჩევა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. 

იქამდე კი, თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ატივისტებსაც. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი