არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია და "ოცნებამ" ხალხის ნება მოიპარა, ხოლო ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია კონკრეტული დარღვევების გამოძიება.
"მეორე კლასის განათლებით ცდილობენ ოქნების ჩასწორებას, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათემატიკა არ არის ზუსტი მეცნიერება. ამის უფლებას "სამოქალაქო პლატფორმა 2020" არ მისცემს, ყველა სამართლებრივ საფუძველს, ბერკეტს, რათა ამას აღვუდგეთ წინ, ვინაიდან ახლა შეფარვითი ანგარიშის დრო არ არის. გუშინ პასუხისმგებლიან მოქალაქეებს საარჩევნო ადმინისტრაციამ მოპარა თავისი ნება,"ვ- პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელი
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, იმ უბნებზე, სადაც მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით შემაჯამებელ ოქმში ბიულეტინების რაოდენობა მეტია ხელახლა უნდა დაითვალონ შედეგები.
გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტინების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩველთა სიებში ამორჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას - არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა, - თქვა ელენე ნიჟარაძემ
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხევაში იმაზე მეტი ბიულეტენია გაცემული, ვიდე ეს ხელმოწერით დასტურდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩატარებული არჩევნების დროს არ ყოფილა ასეთი მაღალი ცდომილება ოქმებს შორის, რომელიც ცესკოს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
ცესკოს პირველადი მონაცემები, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ბოლო, 11:00 საათის მონაცემები კი აქ.
ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".