მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად ჩატარებისკენ - ვენდი მორტონი

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. ის მოუწოდებს მხარეებს, არჩევნების მოერე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ.

"გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს გლობალურ, საგარეო მისწრაფებებთან", - წერს ვენდი მორტონი.

აქვე შეგახსენებთ, დღესვე ამერიკის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას.  საელჩო ყველა პარტიას მოუწოდებს გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. 

არჩევნებს განცხადებითვე გამოეხმაურა ევროკავშირიც და თქვა, რომ შემდგომ საარჩევნო პერიოდს დიდი ყურადღებით დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტის წინ დღეს, 1 ნოემბერს აქცია გაამრთა. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

ამ დრომდე ადგილზე რჩება ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე და მოქალაქეები.

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი